“ერთ თვეში თითქმის მილიარდნახევრიანი საგარეო ვალი არის კატასტროფა ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ “ქართულ ოცნებას” არანაირი ეკონომიკური პოლიტიკა არ გააჩნია და ის ცდილობს, რომ ფონს გავიდეს მხოლოდ და მხოლოდ როგორც საგარეო, ისე – საშინაო ვალებით, მაგრამ ეს ნიშნავს კიდევ იმას, რომ ეს ხალხი ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, მხოლოდ ერთი ადამიანის კეთილდღეობაზე”
ზაალ უდუმაშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
“მთავარი არხი”
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის ივლისში მთლიანი ვალის მოცულობამ 20 257 138 000 ლარი შეადგინა (6 594 335 000 დოლარი), ივნისში კი ეს მაჩვენებელი 18 766 661 000 ლარი იყო. აქედან მთავრობის საგარეო ვალი 19 475 792 000 ლარია, ეროვნული ბანკის კი 781 346 000 ლარი, რაც საგარეო ვალის რეკორდული მაჩვენებელია.