“არ გაჰყოთ ცხვირი ქუჩაში, გესმოდეთ, რომ თქვენ და ჩვენ შვილებს იყენებენ, როგორც საზარბაზნე ხორცს. რა უნდა გავაკეთო ამ სიტუაციაში? გინდათ, რომ ვიჯდე და დაველოდო, ვიდრე მინსკი არ გადატრიალდება? ჩვენ აღვადგენთ წესრიგს, გავუმკლავდებით მათ. ამ ყველაფრის დამფუძნებლები და ორგანიზატორი უცხოეთიდან ჩამოსული ხალხია. წინა რიგებში არიან კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები, უფრო მეტიც, ღირსეული კრიმინალური წარსულის.”
ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსის პრეზიდენტი
ამის შესახებ ლუკაშენკომ, უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.