“სკოლები შესაძლოა გახდნენ ინფექციის ახალი აფეთქების რისკის ზონები სასწავლო წლის დაწყების შემდეგ.”
მაიკლ რაიანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამების დირექტორი
როგორც რაიანმა აღნიშნა, ბევრ სკოლაში არ არსებობს ხელების ჰიგიენის დაცვის ელემენტარული პირობები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს მთელ მსოფლიოში სკოლების 43 პროცენტს არ გააჩნდა ხელების დასაბანი წყალი და საპონი.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ მოწყვლადია კორონავირუსისადმი. მისივე თქმით, აუცილებელია დახურულ შენობებში სამედიცინო ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმარავლი ადგილებისთვის თავის არიდება.