მთავარი ციტატა

“შიშის ზონები შექმნილია იმისთვის, რომ “ქართული ოცნების” გარდა, დიდუბე-ჩუღურეთში ვერავინ ჩაატაროს კამპანია” – ანა დოლიძე

“წავაწყდით შემზარავ ფაქტებს – ზეწოლის, გინების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის ჩემზე და ჩემს აქტივისტებზე. კარგად დაორგანიზებული, კანონგარეშე მყოფი ჯგუფები, რომლებიც არიან ქუჩაში და სავარაუდოდ, არიან ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, პირდაპირ აგრესიულად მოდიოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ, რომ ხალხთან შეხვედრის უფლებას არ მოგვცემდნენ. შიშის ზონები შექმნილია იმისთვის, რომ “ქართული ოცნების” გარდა, დიდუბე-ჩუღურეთში ვერავინ ჩაატაროს კამპანია.”

ნა დოლიძე – დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

ამის შესახებ დოლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 13 აგვისტოს, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მას ძალადობით დაემუქრნენ.

შეგახსენებთ, რომ  საპარლამენტო არჩევნებში ანა დოლიძის კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში  “ქართული ოცნებიდან” გია ვოლსკი იქნება.

იტვირთბა....