მთავარი ციტატა

“ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის-მენეჯერები იკვლევენ?” – რიჟვაძე “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევას ეხმაურება

“ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის- მენეჯერები იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ, ალბათ მათზე მეკითხებით ხომ? აჭარაში ამ დასკვნებს ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები აკეთებენ, შედიან იურიდულ- ეკონომიკურ საკითხებში, რომლის წარმოდგენაში არ არიან.“

თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

ამის შესახებ რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აჭარის მთავრობას სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს.

კერძოდ, ორგანიზაციამ შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ მოუწოდებს პროცესის გამჭვირვალობის ხარისხის გასაზრდელად, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განსაკარგად პირობიანი აუქციონის გამოცხადებისას, მეტი საგარანტიო პირობები განსაზღვროს.

 

იტვირთბა....