ახალი ამბები მთავარი

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 თვეში 1,490 მლრდ ლარით გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ თვეში 1,490 მლრდ ლარით გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის ივლისში მთლიანი ვალის მოცულობამ 20 257 138 000 ლარი შეადგინა (6 594 335 000 დოლარი), ივნისში კი ეს მაჩვენებელი 18 766 661 000 ლარს შეადგენდა. აქედან მთავრობის საგარეო ვალი 19 475 792 000 ლარია, ეროვნული ბანკის კი 781 346 000 ლარი.

საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 2,851 მლრდ ლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ ვალი – 2,080 მლრდ ლარია, მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის ვალი (IBRD) – 2,494 მლრდ ლარია, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვალი კი 1,884 მლრდ ლარს აჭარბებს.

იტვირთბა....