ახალი ამბები მთავარი

სკოლებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება

განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები შემუშავდა.

სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ:

თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა, თუმცა ეს დრო არ უნდა იყოს 30 წუთზე ნაკლები; განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ); განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები.

რეკომენდაციების თანახმად, მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება.

სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი.

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება. ამასთან დაკავშირებით განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს.

 

იტვირთბა....