ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სკოლები სასწავლო პროცესის დაწყების დროს და გაკვეთილების ხანგრძლივობას თავად განსაზღვრავენ

სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა, სასწავლო პროცესი თავად დააორგანიზოს. ამის შესახებ განათლების მინსტრის მოადგილემ,  ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს პროცესის დაწყების დრო, გაკვეთილის ხანგრძლივობა, ასევე, ცვლები.

„სკოლას შეუძლია, რომ თავად განსაზღვროს სასწავლო პროცესის დაწყების დრო, გაკვეთილის ხანგრძლივობა, ასევე შესვენებები დააორგანიზოს შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს ცვლები.  იმის გამო, რომ მეტი მოქნილობა ჰქონოდა სკოლებს, ჩვენ ვთავაზობთ რეკომენდაციას, როგორც უკვე აღვნიშნე სასწავლო პროცესის დაწყების, გაკვეთილის ხანგრძლივობისა და შესვენების დაორგანიზების კუთხით. მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ჩვეულ რეჟიმში წარიმართოს“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

ამასთან, დღებუაძის თქმით, სასწავლო სკოლებსი მოსწავლეებ შორის ერთმეტრიანი დისტაციის დაცვა სავალდებულო იქნება.

ხოლო, დაიწყება თუ არა სასწავლო პროცესი სექტემბრის თვიდან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეზღუდვების გახანგრძლივების საფუძველს არ იძლევა.

იტვირთბა....