ახალი ამბები პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ხადურმა უპასუხა

“რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე, პირველი კომენტარი გააკეთა ხელისუფლების მხრიდან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ნოდარ ხადურის შეფასებიათ, სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი უწყებები მიაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას, რომ მთავრობა არ ერევა მედიის საქმიანობაში.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ჩვენ რა თქმა უნდა, მას შევისწავლით, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტს, ალბათ, შესაბამისი უწყებები აცნობებენ, რომ მთავრობის მხრიდან არანაირი ჩარევა არ ხდება. თქვენ მუშაობთ და ხელს არავინ გიშლით და არც შეგიშლით, რადგან ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მედია იყოს თავისუფალი. კერძო პორებს შორის დავისთვის საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და სწორედ ის მიიღებს გადაწყვეტილებას. კერძო პირების დავაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

შეგახსენებთ,რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მარკ ტონერმა  “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა და საქართველოს ხელისუფლებას „რუსთავი 2“-თან მიმართებაში მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა

 

 

იტვირთბა....