“მთლიანად ქვეყანაში დღეს გვაქვს 5 ახალი შემთხვევა. ანუ, სულ დღეისთვის დადასტურებულია 1283 შემთხვევა. 5 ახალი შემთხვევიდან 2 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს, ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, თუმცა, ერთ-ერთი ცხოვრობს მესტიაში.
დაბა მესტიაში და რამდენიმე სოფელში ტესტირება გაფართოვდება. გუშინ წინ აღებული 975 ნიმუშიდან, 2 არის მხოლოდ დადებითი. ერთის მხრივ, ეს პროგნოზულად უფრო კეთილსაიმედოა, თუმცა, არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.