ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

როდის დაიწყება შაქარაშვილის საქმის არსებითი განხილვა – მცხეთაში სასამართლო სხდომა დასრულდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო სხომა უკვე დასრულდა. მცხეთის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 27 აგვსიტოს დაიწყება. როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, ბრალდებულების მიმართ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა.

“ყველა ვიდეო და აუდიო ჩვენება ადასტურებს, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს. მათ მიმართ არსებობს დასაბუთება და მტკიცებულებათა ერთობლიობა” – განაცხადა საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთაში, სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

იტვირთბა....