მთავარი ციტატა

“შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავს ვეღარ იცავს ჟურნალისტური თავდასხმებისგან”- კაკაბაძე მასალების გაუთქმელობაზე

“გამოძიებამ მასალების გაუთქმელობაზე გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ გამოძიება თავს ვეღარ იცავს ჟურნალისტური თავდასხმებისგან და არა იმიტომ, რომ ამას საქმე მოითხოვდა. ერთის მხრივ გამოძიება უნდა იყოს დაცული ასეთი ზეგავლენებისგან. არც ისაა სწორი და არც ეს, მაგრამ სხვა ფორმა ვეღარ მონახა და ადგა და ადვოკატებს გაუთმელობაზე მოსთხოვა ხელმოწერა, რომ ამით შეამციროს ინფორმაციების გადინება და ამ ინფორმაციებზე მილაიონი ვერსიის წარმოშობა. გამოძიება არ შეიძლება პირდაპირ ეთერებში მიმდინარეობდეს.”

ნანა კაკაბაძე – უფლებადამცველი

აღნიშნულით ნანა კაკაბაძე “მეტრონომთან” პროკურატურის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების ადვოკატებს მედიისთვის მასალების მიწოდება და გასაჯაროება აეკრძალათ. 

ამამსთან, კაკაბაზე აღნიშნავს, რომ საქმეზე ტელეგამოძიებები მინდინარეობს, რაც ძალიან ცუდად აისახება ხოლმე სამართლიან გამოძიებაზე და ხშირად ასეთი საქმეები უფრო პიარის ჭრილში მიდმინარეობს, ვიდრე სამართლებრივ ჭრილში.

იტვირთბა....