ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) 75 წლის ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საავადმყოფოში შევარდა: ერთი მედიკოსი ადგილზე გარდაიცვალა

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ატლანტას, პიედმონტის საავადმყოფოსთან მომხდარი ავტოავარიის ამსახველი ვიდეოკადრები. სათვალთვალო კამერში ჩანს ასაკოვანი ქალნატონი, რომელმაც მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა. ჯერ უცხო ავტომობილს, ხოლო შემდეგ საავადმყოფოს შესასვლელ კარებს დაეჯახა. დარტყმის შედეგად, ერთ-ერთი მედიკოსი ადგილზე დაიღუპა.

75 წლის მერი კლეიტონი პიედმონტის საავადმყოფოში ექიმთან შეხვედრაზე მიდიოდა, რა დროსაც მან უკვე სამედიცინო პუნქტთან თავის ავტომობილის მართვაზე კონტროლი დაკარგა. ინციდენტის შედეგად 55 წლის კიმბერლი ჰოლი გარდაიცვალა, ხოლო საავადმყოფოს 4 თანამშრომელი მძიმედ დაშავდა.

პოლიციამ დაადგინა, რომ ავარია გამიზნულად არ მომხდარა: ქალმა თავის მანქანაზე კონტროლი დაკარგა. ესქსპერტიზამ დაასკვნა, რომ ასაკოვანი ქალბატონი არც ნარკოტიკული და არც ალკოჰოლური ნივთიერების თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა.

იტვირთბა....