გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, ბაჩანა ლობჟანიძის დაკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიდო, მიზეზი უცნობია.
“ვოთსაფი,” “ვაიბერი,” “მესეჯნერი,” “ფეისბუქი” – თამარ ბაჩალიაშვილის ყველა საკომუნიკაციო და სოციალური ქსელიდან ინფორმაცია წაშლილია, მათ შორის მიმოწერები და ზარები. ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მიხეილ რამიშვილი და ბაჩალიაშვილის მშობლები შსს-ში გუშინაც იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, 23 წლის პროგრამისტის ტელეფონში ასევე არ იძებნება ლოკაციები.
ცნობისთვის, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.