საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ათი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 068-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 718 მოქალაქე.