აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ქართულ-ამერიკული საბჭოს ირგანიზებით გამერთულ ყოველწლიურ კონფერენციაში – “Georgia and its Neighborhood”, სადაც საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოსთან ერთად მუშაობას საერთო ხედვის განსახორციელებლად, რათა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი გახდეს უსაფრთხო, გათავისუფლდეს ზიანის მომტანი გავლენებისგან და ფოკუსირება მოახდინოს დემოკრატიულ მმართველობასა და ეკონომიკურ ზრდაზე.