თბილისში მცირეწლოვანი ბიჭი გატაცების მცდელობის ფაქტზე დაკავებულია 48 წლის დავით გეჯაძე. მეზობლებისთვის უცხო მამაკაცის ქცევა საეჭვო აღმოჩნდა.
ბრალდებულს გამოძიება წინასწარი შეცნობით მცირეწლოვნისთვის თავისუფლების აღკვეთას ედავება.
გეჯაძეს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კადრები “კურიერმა” მოიპოვა.