“აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი რიში, დემოკრატიული პარტიის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი სენატორი მენენდესი გამყალბებელი და ხელისუფლების მიმთვისებელი ლუკაშენკოს წასვლის საჭიროებაზე ალაპარაკდნენ საჯაროდ. ევროპის უკანასკნელი დიქტატორის რეპუტაციას ამართლებსო, ბელორუსი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასო.
საქართველო დუმს…რამდენ ხანს? სანამ შოლტს არ გადაგვკრავენ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან?”
დავით ბერძენიშვილი – “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.