“სასურველია, ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი იყოს ქარიზმატული. დღეს კანდიდატებზე საუბარი არასერიოზულად მიგვაჩნია. დღეს ამ თემაზე მსჯელობა და ფიქრი საქმეს გააფუჭებს. პრემიერ-მინისტრად საკუთარი კანდიდატურის დასახელება, პოლიტიკოსისთვის არ არის სირცხვილი და არც დანაშაული. ეს არის სრული კონსტიტუციური თავისუფლება, მაგრამ სჯობს, პოლიტიკოსებმა ახლა თავი შეიკავონ.“
შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.