“ეს იყო ორმხირივი ტიპის ურთიერთობა. პირადი საკითხები და პირადი ცხოვრება არაა საჯარო განხილვის თემა. მაგრამ საქმე ისეა, რომ შესაძლოა ეს იყოს გასაღები… ეს ურთიერთობები შესაძლოა იყოს გასაღები, რომლითაც ჩვენ მივალთ სინამდვილემდე, რა მოხდა რეალურად.”
ბაჩანა ლობჟანიძე- თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებული
აღნიშნულით ბაჩანა ლობჟანიძემ “დღის ამბებში” უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა სწორი მისი მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროება.
ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა. მან მედიაში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ურთიერთობებზე არაერთხელ ისაუბრა, რასაცა საზოგადოების ნაწილის კრიტიკაც მოჰყვა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. საქმეში ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ. ოჯახი საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვს, რადგან გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.