ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არცერთი მოწმე არ ამბობს, რომ შაქარაშვილმა ის გზა ჩაირბინა” – რა ვერსიაზე საუბრობს საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ზ.ხ-ს ადვოკატი

“ზოგადად, შაქარაშვილმა ჩაირბინა თუ არ ის გზა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ვინ დაინახა? რომელი მოწმის ჩვენებით საუბრობს გმოძიება, რომ შაქარაშვილი იმ გზაზე ჩავიდა? ერთი მოწმე არ არსებობს – არავინ ამბობს, რომ შაქარაშვილმა ის გზა ჩაირბინა.”

გიორგი გელხაური – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ზ.ხ-ს ადვოკატი.

ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

ცნობისათვის, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. საუბარია “ტოიოტა ქემრის” მგზავრებზე. ვახო ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ა.ქ-ს და ზ.ხ.-ს გამოძიება დღემდე წარდგენილ ბრალდებებთან ერთად, ახლა უკვე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობასაც ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გარდა ამისა, პროკურატურამ დღეს საზოგადოებას შაქარაშვილის მკვლელობის საკუთარი ვერსია და შესაბამისი ვიდეო-რეკონსტრუქცია წარუდგინა.

შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

იტვირთბა....