ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყაზბეგში 5 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყაზბეგში კორონავირუსით ინფიცირების 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

“გიდასტურებთ, რომ 5 არის დადასტურებული შემთხვევა ლაბორატორიულად ინფიცირების. ამჟამად, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს თვითონ ადგილზე, მხედველობაში მაქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ვიცით დაახლოებით საიდან შეიძლება ეგ იყოს, ამიტომაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ მოგცემთ. ჩვენგანაც წავიდა ჯგუფი და თვითონ ადგილობრივი ჯანდაცვაც სწავლობს კონტაქტებს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....