გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გვიან ღამით გაძარცვეს და დაარბიეს.
“ფანჯარა ჩამტვრეულია, საიდანაც მძარცველები შევიდნენ. მრევლის მიერ შემოწირული და ასევე, გაყიდული სანთლების თანხა წაღებულია. ხატებმა რა დაუშავეს არ ვიცი, დამტვრეულია დიდი ნაწილი. პოლიცია ადგილზე უკვე მუშაობს“, – განაცხადა სტიქაროსანმა უჩა ქემაშვილმა, რომელმაც დარბეული ტაძარი პირველმა ნახა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.