ახალი ამბები მთავარი სამართალი

გამოძიება ლევან თოფაძეს, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავს

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე გამოძიებამ, შესაძლოა, დღეს დაკითხოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თოფაძის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განუცხადა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დაკიტხვა ხვალაც მოხდეს, ვინაიდან ლევან თოფაძეს დღეს ექიმებთან სამედიცინო პროცედურის გავლა უწევს.

„ლევან თოფაძის გამოკითხვა დღეს იგეგმება, გამომძიებელი უნდა დამიკავშირდეს, შემდეგ ოჯახს შევუთანხმო დრო და ამის მიხედვით იქნება მისი გამოკითხვა. თუმცა, არსებობს იმის ალბათობაც, რომ ეს გამოკითხვა ხვალ მოხდეს, ვინაიდან შესაძლოა, თოფაძეს სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის პროცედურებზე მოუწიოს წასვლა,”- განაცხადა ადვოკატმა.

თუ რა სახის ინფორმაციას მიაწვდის თოფაძე გამოძიებას, ადვოკატს თქმით, ამის შესახებ დაკიტხვის შემდეგ ისაუბრებს.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ – მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.  ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

იტვირთბა....