საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, სლოვაკეთი რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევებს. ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
როგორც და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რუსი თანამშრომლების საქმიანობა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას ეწინააღმდეგებოდა.
რუსითის საელჩოს თანამსრომლების ქვეყნიდან გაზევების კიდევ ერთი მიზეზი სანქტ-პეტერბურგში უკანონოდ გაცემული ვიზები გახდა, რის შედეგადაც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ევროკავშირში სლოვაკეთის ვიზით გაემგზავრა.
”ამის გარდა, ადგილი ჰქონდა სანქტ-პეტერბურგში მდებარე სლოვაკეთის გენერალური საკონსულოდან გაცემული ვიზების ბოროტად გამოყენების ფაქტს, რასაც ევროკავშირისა და ნატოს კიდევ ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მძიმე დანაშაული უკავშირდება ,” – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთში აცხადებენ, რომ სლოვაკეთის ამ ნაბიჯს სათანადოდ უპასუხებენ.
ცნობისთვის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერში გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიმპლმატი გააძევა, რასაც რუსეთმა ორი გერმანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანელმა სამართალდამცავებმა რუსი ეროვნების ვადიმ კ. დააკავეს. მიმდინარე წლის ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულს ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ დაუკვეთა.