ამერიკული ენერგომომპოვებელი კომპანია “ფრონტერა” მორიგ განცხადებას აქვეყნებს. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს კომპანიის წინააღმდეგ დეინფორმაციის კამპანიას.
კომპანია ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას 6 აგვისტოს განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ფრონტერა რესურსის 84 ყოფილი თანამშრომელი ერთჯერადი დახმარების სახით სახელმწიფოსგან 1 200 ლარს მიიღებს.
“გასულ კვირას, 6 აგვისტოს საქართველოს მკომპანია ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას 6 აგვისტოს განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ფრონტერა რესურსის 84 ყოფილი თანამშრომელი ერთჯერადი დახმარების სახით სახელმწიფოსგან 1 200 ლარს მიიღებს. თავრობამ გააგრძელა დეზინფორმაციის კამპანია ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ. უეცრად გამოაცხადა მედიის საშუალებით, რომ გადაწყვიტა მცირეოდენი ერთჯერადი დახმარება გამოუყოს ხალხს, რომელიც მოიხსენია, როგორც “ყოფილი თანამშრომლები”.
ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ კომპანიასთან ჰქონდეთ კავშირი, როგორც კონსტრუქციულ პარტნიორობის შეეფერება, მთავრობის წევრებმა კვლავ არჩიეს გამოგონილ საკითხზე გაეკეთებინათ საჯარო განცხადება, რომლის აშკარა მიზეზი წინასაარჩევნო რეკლამაა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მთავრობას მცდელობაც კი არ ჰქონია, რომ ჩვენს კომპანიასთან ემუშავა, რათა გაეგო ან დაეზუსტებინა ფაქტები ჩვენი თანამშრომლების შესახებ. სანაცვლოდ კი, კვლავ, გააკეთეს არასწორი საჯარო განცხადება ა.წ 6 აგვისტოს.
თუკი მთავრობა, მართლაც იყო დაინტერესებული ჩვენი თანამშრომლების კარგად ყოფნით და იმ ბიზნესით, რაც თანამშრომლების კარგად ყოფნას უზრუნველყოფს, მაშინ ქარაფშუტულად არ დახარჯავდნენ 40 მილიონ ლარს იურიდიულ მომსახურებაში, რათა 2018 წელს ჩვენს წინააღმდეგ წამოწყებული საერთაშორისო არბიტრაჟის მეშვეობით, შეეწყვიტათ ჩვენი კონტრაქტი, რაც ხელისუფლების მარცხით დასრულდა. კითხვა ჩნდება, რატომ გადაწყვიტეს ამ უზარმაზარი თანხის დახარჯვა იმისთვის, რომ მოეკლათ კერძო ამერიკული ინვესტიცია და ეს მაშინ, როცა იცოდნენ, რომ მათი წარმატებას შემთხვევაში მასიურ უმუშევრობასა და ეკონომიკურ დაღმასვლას შექმნიდნენ თბილისსა და კახეთში?
მაშინ, როცა მთავრობა ცარიელი დიდსულოვანი საჯარო განცხადებებით თხზავს მშრომელების საკითხს, უნდა ვიცოდეთ, რომ ხელისუფლება ბოლო ორი წლის განმავლობაში განზრახ იყენებს საერთაშორისო სასამართლოს, როგორც იარაღს. ამის მიზეზია მხოლოდ ის, რომ დააზიანოს ჩვენი ბიზნესი და ჩვენი თანამშრომლები, რათა იძულებული გავხდეთ წავიდეთ საქართველოდან. საბოლოოდ, მათი ეს კორუფციული მცდელობა მარცხით დასრულდა, თუმცა საინტერესოა ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოს მოშლილი ეკონომიკის პირობებში ესოდენ ძვირფასი სახელმწიფო დაფინანსების არასწორ გამოყენებაში? მხოლოდ ორწლიანი ძვირადღირებული იურიდიული დავა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის ვინც ეს შეუკვეთა. ამავდროულად, მთავრობამ ზეწოლის გაზრდის მიზნით, შექმნა მარეგულირებელი წინააღმდეგობები, დაბლოკა ნედლი ნავთობის ექსპორტი და ხელს უშლის მოპოვებული ბუნებრივი გაზის გაყიდვას. ამასთანავე არ გვინაზღაურებს დღგ-ს დავალიანებასაც, რომელიც 20 მილიონ ლარს აჭარბებს. განა ეს იმ მთავრობის ქმედებაა რომელიც დაინტერესებულია კერძო ამერიკული ინვესტიციების წახალისებით და ხალხის გრძელვადიანი დასაქმებით?
გასულ კვირას შესრულდა რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან მე-12 წლისთავი. 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც რუსეთი საქართველოში იჭრებოდა, ფრონტერა იწყებდა 20-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას საგარეჯოს რაიონში, ახალი ჭაბურღილების ბურღვაში და ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. მიუხედავად საშინელი ვითარებისა, ჩვენ გავაგრძელეთ ჩვენი სამუშაოები ადგილობრივ და უცხოელ თანამშრომლებთან ერთად. ჩვენი ოპერაციების მიმდებარე ტერიტორია კახეთში დაიბომბა კიდეც, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიწყვეტია სამუშაოები ხელისუფლების დიდი მხარდაჭერის ფონზე.
საქართველოს მიმართ ჩვენ დიდ ვალდებულებას ვგრძნობდით და გვჯეროდა მაშინაც და გვჯერა ახლაც, რომ როგორც ერთგული კორპორატიული მოქალაქე ჩვენი როლი შევასრულოთ ქვეყნის ეკონომიკაში დიდი ეროვნული გასაჭირის დროსაც . ომის დასრულების შემდეგ სიხარულით მივიღეთ მონაწილეობა დევნილთა და აღდგენითი სამუშაოების დახმარების ფილანტროპიებში. ჩვენ ვამაყობთ ამ ისტორიით.
მაშინ, ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ რუსეთის შემოჭრიდან შემდგომი 12 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახავდით ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანა ჩამოაშორა მეტად ძლიერ პროამერიკულ და პროდემოკრატიული პოლიტიკას. ამის მაგივრად სამწუხაროდ ხელისუფლება შენიღბულად განვითარდა ამჟამინდელი კლეპტოკრატიულ ოლიგარქიად. საერთაშორისო დამკვირვებლებმა იციან, რომ ჩვენი მსგავსი ბიზნეს გამოცდილება არის რეალური დროის მაჩვენებელი, თუ რა ხდება სინამდვილეში ქვეყნის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ლანდშაფტში. ამ კონტექსტში ჩვენი გამოცდილებიდან აშკარაა, რომ მაშინ, როცა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციის გამო, საქართველოს მთავრობა მუდმივად ცდილობს დასავლეთის ყურადღება მიიქციოს და უცხოური დახმარება მოიძიოს, ამავდროულად იგი ჩუმად ამკვიდრებს იმ ფასეულობებს, რასაც 2008 წლის რუსეთის შემოჭრას უნდა დაემკვიდრებინა. ეს ძალიან სახიფათო მასკარადია.
რუსეთის 2008 წლის შემოჭრის მიზანი დიდწილად მიღწეულ იქნა. როგორც დღეს ვხედავთ, საქართველოს მთავრობა წარმატებას აღწევს იმაში, რომ მნიშვნელოვნად გაანადგუროს დასავლური კერძო სექტორის თავისუფალი საწარმოები. მაგალითისთვის, ჩვენი ბიზნესი და მასთან დაკავშირებული საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივა ხელისუფლებამ დააზიანა და შეაჩერა, რაც თავიდან ვერ მოახერხა 12 წლის წინანდელმა რუსეთის სამხედრო შემოჭრამ. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ საზარელი ომის შემდეგ, ჩვენს თავს ისეთ გარემოში აღმოვაჩენდით, სადაც დემოკრატიულ რეფორმებს ეწინააღმდეგებიან, ხოლო რუსული, ირანული და ჩინური კერძო სექტორის ინვესტიციებს ხელისუფლება უფრო მეტად მიესალმება, ვიდრე ამერიკულს.
როგორც ყველაზე მსხვილი ამერიკული კერძო სექტორის ინვესტორმა საქართველოში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრჯერ მივმართეთ პრემიერმინისტრს და მის მთავრობას შეხვედრის თაობაზე, რათა გვეცადა დავბრუნებოდით ამერიკა/საქართველოს პარტნიორობის პოზიტიურ სულისკვეთებას. სამწუხაროდ, ყველა ეს მიმართვა იყო იგნორირებული ან საპასუხოდ მივიღეთ უარი. თუმცა, როგორც ივლისის ბოლო კვირას ვიხილეთ, პროამერიკული მასკარადი გრძელდება, სხვა პრიორიტეტებით. პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და მის მთავრობას მეტი დრო აღმოაჩნდა რათა შეხვედროდნენ ირანელ, ოფიციალურ პირებს და განეხილათ ურთიერთობათა ნორმალიზება და ეკონომიკური განვითარების საკითხები.
ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ პრემიერმინისტრს და მის მთავრობას, რომ შეწყვიტოს ეს გამიზნული, მომატყუებელი, დამაზიანებელი და არაგულწრფელი პროპაგანდის კამპანია. ამის ნაცვლად, მოგიწოდებთ, რომ გულწრფელად მიმართოთ ხალხს და პირდაპირ და კეთილსინდისიერად იმუშაოთ ჩვენს კომპანიასთან, რათა დავადგეთ ჭეშმარიტი პარტნიორობის გზას. გვჯერა, რომ შეგვიძლია შევქმნათ საქართველოში ამერიკული კერძო სექტორის ინვესტიციის პოზიტიური მაგალითი.
ჩვენ პატივისცემით მივმართავთ მთავრობას, დარჩეს ერთგული საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებისა, პატივი სცეს კონტრაქტის პირობებს, კონსტრუქციულად შეგვხვდეს და მოგვცეს გარანტია, რათა მუშაობა გავაგრძელოთ მუქარის, დაშინების და ახალი პირობების გარეშე”. – წერია წერილში.