მთავარი ციტატა

“ეს პოლიტიკური ძალა წარსულით აშინებს ადამიანებს, რომ არ მოითხოვონ უკეთესი მომავალი”- დავით ბაქრაძე

„ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აშინებს ადამიანებს წარსულით, რომ არ მოითხოვონ უკეთესი მომავალი. ეს არის ძალა, რომელიც აზიანებს წარსულს იმისთვის, რომ ამით დაგვინგრიოს მომავალი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, ოქტომბრის არჩევნებზე უარი უნდა ვუთხრათ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არ შეუძლია შემოგვთავაზოს წინსვლა, პრობლემების მოგვარება და იმ თემების გადაწყვეტა, რომლებიც ხალხს დღეს აწუხებს.”

დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველოს“ ლიდერი

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნულით თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, თელავში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმამოსახლეობას “სისხლიანი ცხრა წელი” შეახსენა.

 

იტვირთბა....