მთავარი ციტატა

“ზურაბიშვილი სხვა რეალობაში ცხოვრობს, ახლა უკვე ჟურნალისტების მიმართულებით იშვერს ხელს”- ირმა ნადირაშვილი

“ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ და პრეზოდენტი სხვა რეალობაში. ჩვენ ვცხოვრობთ იქ, სადაც არ გავა დღე, არ გავიგოთ ძალადობის შესახებ. პრეზიდენტის განცხადებები არაა ადეკვატური და ამის ხშირი მომსწრე ვართ. ახლა უკვე ჟურნალისტების მიმართულებით იშვერს ხელს, რომ თურმე მართლა კი არაა პრობლემა, არამედ ეს მედიის ბრალი ყოფილა. “ქართული ოცნება” ყოველთვის ერთი და იგივე ხაზზე დგას. მათ იციან, რომ რთული ვითარებაა, მაგრამ ურჩევნიათ, რომ დამნაშავეები მოძებნონ. მათთვის დამნაშავეა ყველა, ივანიშვილის გარდა.”

ირმა ნადირაშვილი – “ევროპული საქარტველოს” წევრი

“ადღის ამბები”

შეგახენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში კრიმინოგენულ  მდგომარეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  “საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს.”

იტვირთბა....