ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სატვირთო მანქანამ აქციის მონაწილე გაიტანა: რა ხდება მინსკში

არ ცხრება საპროტესტო გამოსვლები ბელორუსის დედაქალაქში. საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ლუკაშენკოს გამარჯვების შემდეგ მინსკში საპროტესტო აქციები მოეწყო, სადაც მოქალაქეები ახლადარჩეული პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მინსკი უარყოფდა მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაუარა სატვირთო მანქანამ აქციის მონაწილეს.

მინსკში სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. მთავრობამ აქცია სხვადასხვა საშუალებებით დაშალა. არის მსხვერპლი. დაკავებულია 3 ათასამდე აქციის მონაწილე. თუმცა, პუტინმა ლუკაშენკოს გამარჯვება მიულოცა. აქციის მონაწილეები კი ახალ და ახალ აქციებს აანონსებენ.

შეგახსენებთ, ლუკაშენკო კიდევ ერთხელ, 80 პროცენტით გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, რამაც ბელორუსი ხალხის გაღიზიანება გამოიწვია.

 

იტვირთბა....