ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

სოფელ ყარაჯალარში საკარანტინე რეჟიმი გაუქმდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი გაუქმდა. ამის შესახებ  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

გუბერნატორის ტქმით, სოფელში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდა, შედეგად კი მკაცრი რეჟიმის გახანრძლივება საჭიროებას აღარ მოითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყარაჯალარში დღემდე 3 600-ზე მეტი საკვლევი მასალა იქნა აღებული პისიარ ტესტირებისთვის. ყარაჯალარში კოვიდინფიცირების 44 დადასტურებული შემთხევაა დაფიქსირებული.

სოფელი ყარაჯალარი ეპიდემიოლოგების რჩევით და მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 ივლისს ჩაიკეტა და მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დაწესდა.

იტვირთბა....