ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კომპანია “ზეგ”-ი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ზეგ“-ი, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, კომპანია ლეგალურ საქმიანობას ეწევა და გავრცელებული ბრალდებები მის უკანონო მოქმედებებზე სრულიად უსაფუძვლოა.

განცახდების მიხედვით, „ზეგ“-ი დღეიდან ნებისმიერ დაუსაბუთებელ, მოგონილ, შეურაცხმყოფელ და რეპუტაციის შემლახავ ბრალდებაზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის ხელმძრვანელები და დასაქმებული პრები გამოძიებასთან პირველივე დღიდან თანამშრომლობენ და ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდიან.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც შპს „ზეგ“-ის, ასევე მისი დამკვეთის საქმიანობა არის სრულიად ლეგალური და შეესაბამება იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ეს კომპანიები საქმიანობენ.

არანაკლებ შემაშფოთებელი და ამორალურია კომპანიის გარდაცვლილი თანამშრომლის, თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ გაჟღერებული დაუსაბუთებელი ბრალდებები მისი უკანონო საქმიანობის შესახებ.

შპს “ზეგ” გმობს ნებისმიერი სახის ჰაკერულ თუ დანაშაულებრივ საქმიანობას. ჩვენი კომპანიის, მისი თანამშრომლების, მათ შორის, თამარ ბაჩალიაშვილის ტროლ-ბოტებად მოხსენიება და სხვა სახის უკანონო საქმიანობაში დადანაშაულება არის ამორალური და შეურაცხმყოფელი.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დაკარგა შვილი, ჩვენ დავკარგეთ თანამშრომელი. სხვადასხვა სუბიექტების მიერ ოჯახის თუ კომპანიის მიმართ ტალახის სროლა და თამუნას ხსოვნის ამგვარი შეურაცხყოფა, ყველაფერთან ერთად შემზარავია. ეს უმძიმესი ტრაგედია გახდა სხვადასხვა პირებისთვის ცნობადობის გაზრდის, თავის წარმოჩინებისა და კერძო ინტერესების დაკმაყოფილების საგანი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების პირველი დღიდან, შპს “ზეგ”-ის თითოეული თანამშრომელი, მისი დამფუძნებლის ჩათვლით, სრულად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებასთან თანამშრომლობას და ამომწურავად აქვთ პასუხი გაცემული გამოძიების მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ შპს “ზეგ”-მა მოიპოვა კომპანიის კომერციული საიდუმლოების გათქმის უფლება და გამოძიებას თავიანთი კეთილი ნებით იმთავითვე გააცნო კომპანიის დამკვეთის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია, რათა აღნიშნული არ გამხდარიყო რაიმე სახის მანიპულაციის საგანი. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის ბოროტად გამოყენებასა და ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტირებას.

ასევე, „ზეგ“-ის ოფისიდან და მისი თანამშრომლებისგან სრულად ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაცია თუ ტექნიკა, რის გამოც კომპანიის საქმიანობა შეფერხებულია. საფრთხის წინაშეა 50-მდე დასაქმებული ახალგაზრდისა და მათი ოჯახების სამომავლო მდგომარეობა. კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს საამაყოდ მიაჩნიათ, რომ მოახერხეს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და ათეულობით ახალგაზრდის დასაქმება.

კომპანიის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით „ტროპიკალ ემბისის” მიერ ინფორმირებულია აშშ-ს საელჩო საქართველოშიც.

შპს “ზეგ” არ დაუშვებს კომპანიაზე ისრების გადატანას. ასევე აღარ აპირებს გაურკვეველი სუბიექტების მიერ უსაფუძვლო ბრალდებებზე კომენტარების გაკეთებას და იმედს იტოვებს, რომ საგამოძიებო ორგანოები დროულად და ეფექტურად გამოიძიებენ აღნიშნულ საქმეს. დადგინდება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრული სიმართლე და კომპანიას მიეცემა საშუალება, განაგრძოს თავისი საქმიანობა.

თავის მხრივ, შ.პ.ს. „ზეგ“-ი დღეიდან ნებისმიერ დაუსაბუთებელ, მოგონილ, შეურაცხმყოფელ და რეპუტაციის შემლახავ ბრალდებაზე მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას,“- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში გამოითხვა ვარაუდი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი კომპანია შესაძლოა უკანონო საქმიანობას ეწეოდეს. საუბარია პორნოგრაფიული კონტენტის მქონდე ვებსაიტზე, რომელსაც პროგრამულ უზრუნველყოფას “ზეგ”-ი უწევს. თუმცა, კითხვის ნიშნები ისმის, შესაძლოა თუ არა, კომპანია “ზეგ”-ი მსგავსი პროდუქტის შექმნაში თავად მონაწილეობდეს.

 

იტვირთბა....