“თქვენს მიერ დაღვრილ სისხლს ვერ ხედავთ, რა ხდება ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში ამდენი უბედურებები, მკვლელობა, სისხლისღვრა, სახელმწიფო დანაშაულები არ მომხდარა რაც თქვენს მმართველობაში ერთი დღეს ხდება. აი, ზუსტად ამიტომ ხართ პოლიტიკური მეძავეები და… თქვენ არ გაქვთ უფლება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბროთ, თქვენ სისხლში დაახრჩეთ საქართველო, თქვენ უმაღლესი ზომის სასჯელით უნდა გასამართლდეთ ამ მშობლების გამწარებისთვის და თქვენი უმაქნისობისთვის…”
მალხაზ მაჩალიკაშვილი, სპეცოპერაციისას, პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა
სოციალური ქსელი
ცნობისათვის, მაჩალიკაშვილი მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც დეპუტატმა განაცხადა, რომ ოპოზიციას “არც ახალგაზრდები ადარდებთ და არც გამოძიების შედეგები, მათი მიზანი რევანშია”