აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი, დავით კაკულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გახსენებისას პირდაპირ ეთერში ატირდა. ჟურნალისტის თქმით, 7 აგვისტოს დილას საომარ ტერიტორიაზე, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, კოჭებამდე ტყვიები ეყარა.
„9 აგვისტო იყო, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა. გავიგეთ, რომ ჩვენმა საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი და პილოტი იყო გორის ჰოსპიტალში. მორგს ეძახდნენ, თუმცა ეს არ იყო ოფიციალური მორგი. თავდაცვას ვთხოვე და გადასაღებად შეგვიშვეს, ერთში პილოტი იწვა, ცალკე, გარდაცვლილი. მარცხნივ იყვნენ დაღუპული ქართველი ჯარისკაცები” – იხსენებს ჟურნალისტი.