ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ცაგერში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისთავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა 8 აგვისტოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, გარდაცვლილია ერთერთი მანქანის მძღოლი. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....