ახალი ამბები მთავარი სამართალი

ძარცვა ჭიათურაში – ბენზინგასამართი სადგურიდან რამდენიმე ასეული ლარია წაღებული

ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს.

არსებული ცნობით, წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

იტვირთბა....