ტყიბულში მკვლელობა მოხდა. არსებული ცნობით, კაცს იმ დროს ესროლეს, როდესაც იგი პირადი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, გარდაცვლილია ზაურ სოფრომაძე, რომელსაც 20 ტყვია აქვს მოხვედრილი. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.