საქალაქო სასამართლომ ლერი სულაბერიძის თავდასხმის საქმეზე დავით მურმანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მურმანიძეს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
ცნობისათვის, საუბარია ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეს, რაზეც, უკვე დაკავებულია ირაკლი ღლონტი.
შეგახსენეებთ, შემთხვევა 28 ივლისს მოხდა, ლერი სულაბერიძეს, 5 ჯერ ესროლეს.