ფონიჭალაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან 1 წლამდე ბავშვი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.