სენაკში სასულიერო პირის, მეუფე საბა გიგიბერიას სახლი დააყაჩაღეს – ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს.
არსებული ცნობით, ყაჩაღობა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ნიღბიანმა პირებმა მეუფეს ხანდაზმულ დედას ფული და ოქრო იარაღის მუქარით მოსთხოვეს. წაღებულია თანხა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.