“რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა, სააკაშვილმა და თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელმა კეზერაშვილმა, რომელმაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მიატოვა ომში. პუტინისტები მე ვუწოდე “მთავარ არხს”, “ფორმულას” და “ნაცმოძრაობას” – თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში“
ამ სიტყვებით საქართველოს თავდაცვის მინისტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე ყოფნისას ტელეკომპანიების – “ფორმულასა” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებს მიმართა
დღეს, აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.