“ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი წერს.
„12 წელია, რაც რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე. შედეგად, ათასობით ქართველი განდევნეს საკუთარი სახლებიდან და მიწიდან.
ნატო კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი თავის მიმართვაში.
შეგახსენებთ, საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა.