“დღეს შევხვდი ნიკა გეჯაძეს. მან მკაფიოდ მითხრა, რომ დიახ, ჩვენ პროგრამულ უზრუნველყოფას ვაკეთებდით, მათ შორის +18 კონტენტზეო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვმონაწილეობდით პორნოგრაფიის გადაღებაშიო. მან მითხრა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ მონაწილეობდა პორნოსაიტებისვის პროგრამების დაწერაში. ახლა მთავარი კითხვაა, ხომ არ არსებობს იატაკქვეშა ქსელი საქართველოში, რომელიც არელაგალურად მუშაობს და მასში ჩართულნი არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ბავშვებიც? ასევე ჩნდება კითხვა, აქვს თუ არა ამ ყველაფერს კავშირი თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილთან?”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
ამის შესახებ კილაძემ “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას.
ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების ვერსიებსა და მისი დამსაქმებელი კომანიის საქმიანობის შესახებ “მეტრონომი” უკვე წერდა. როგორც გაირკვა, კომპანიას, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა, შეხება ჰქონდა პორნოგრაფიული კონტენტის შექმნასთან. გამოცემამ გამოძიებას თავიდანვე მიმართა, რომ აღნიშნული ინფორმაციით დაინტერესებულიყო.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.