ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ექიმის განმარტება, როგორია ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც კლინიკა უკვე დატოვა

ლევან თოფაძემ კლინიკა დღეს დატოვა. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, პაციენტი კონტაქტურია და სრულიად ადეკვატური, რაც ნიშნავს, რომ დაზარალებულს შესაძლებლობა აქვს გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

ცნობისათვის, ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას საქმეზე, რომელსაც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, საგამოძიებო უწყებამ მუხლი გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხევევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო უწყება კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

იტვირთბა....