გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაჩიანის დასახლების მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები სოფელ ყარაჯალარის შესასვლელთან არიან შეკრებილები, ისინი სოფელში დაწესებული საკარანტინე რეჟიმის გაუქმებას მოითხოვენ.
სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ არ სჯერათ კორონავირუსის არსებობის და არც იმისი, რომ ეს საშიში დაავადებაა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი 24 ივლისს გამოცხადდა და სოფელი ჩაიკეტა, სოფლის გახსნის მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია უკვე მეორედ მოაწყეს. ყარაჯალარში ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 42 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.