ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ისანში შშმ პირისთვის კორპუსის ფასადზე სპეციალური ლიფტი დამონტაჟდა

ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N37-ე კორპუსში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს პერსონალური ლიფტი დაუმონტაჟეს.

48 წლის  მამუკა კვაჭანტირაძე, რომელიც რამდენიმე წელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, დაავადებულია სპინალური ამოტროფიით, ქუჩაში არ გამოსულა, რადგან ეტლით მოსარგებლეა და მის ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ლიფტი არ გააჩნდა.

დღემდე ყველა საჭირო კვლევა, ანალიზი, ექიმის მომსახურება მას სახლში უტარდებოდა, რაც ოჯახისთვის დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სპეციალისტებმა კორპუსის შიდა პერიმეტრი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ლიფტის მონტაჟი ტექნიკურად შეუძლებელი იყო.

რაიონის გამგეობამ შეისყიდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ლიფტი, რომელიც კორპუსის ფასადზე, მამუკას საცხოვრებელი ბინის აივანთან დამონტაჟდა და პირადად მას მოემსახურება.

#თბილისიჩვენისახლია

იტვირთბა....