ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მე რაც მინდოდა, იმას მივაღწიე”- მთავარ პროკურორთან ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა დასრულდა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა მთავარი პროკურატურა უკვე დატოვეს. როგორც ტეონა ტამაზაშვილმა ჟურნალისტებტან განაცხადა, ოჯახმა პროკურატურისგან მიიღო პირობა რომ საქმეში FBI ცაერთვება.

“მე რაც მინდოდა, იმას მივაღწიე, FBI-ის ჩართულობაც იქნება და ყველაფერს გაეცემა პასუხი, ყველაფერს გავაკეთებთო. ვიმედოვნებ, მომაწვდიან ღირებულ ინფორმაციას, რაც შემდგომში ამ ყველაფერს ნათელს მოჰფენს,”- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

კომენტარი გააკეთა ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამივილმაც, რომელაც განაცხადა, რომ მთავარი პროკურორისგან პირობის დადების მიუხედავად, მათ სიმშვიდის საფუძველი არ გააჩნიათ.

” ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია დავწყნარდეთ, რადგან ბევრი ექპერტიზაა ჩასატარებელი. დაჩქარებული წესით მოვითხოვეთ, რომ მოძიებული იქნას ისეთი აპარატი, რომელიც გამოიკვლევს, როდის მოხდა უკანასკელად ავტომობილის დაქოქვა და გადაადგილება,”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, გარდაცვლილის ოჯახის წევრები დღეს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ორი საათის გამავლობაში ხვდებოდნენ. ოჯახი გამოძიებას უდობლობას უცხადებს და საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვს.

იტვირთბა....