ახალგაზრდა გოგო, რომელიც მტკვარში გადახტა მაშველებმა გადაარჩინეს. შემთხვევა ბარათაშვილის ხიდიდან მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა გაავრცელა.
„112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ბარათაშვილის ხიდიდან გადახტომას აპირებდა. შმთხვევის ადგილზე გაჩნდნენ საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჯგუფები.
გოგონას წყალში გადახტომისას, მალევე მოხერხდა მისი წყლიდან ამოიყვანა. ამ მომენტისთვის ის თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გადახტომის მოტივი უცნობია.
გთავაზობთ აღნიშნული ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებს, რომელიც მოქალაქე შოთა ნოზაძემ მობილურით გადაიღო.