ცოტა ხნის წინ მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში მუეძინი, ოსმან ასლანი გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„თანაგრძნობას ვუცხადებთ მუეძინი ასლან ოსმანის ოჯახსა და ნათესავებს, რომელიც აია-სოფიას ტაძარში გულის შეტევით გარდაიცვალა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.