ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი ფიგურის, მიშა იაკობიძის დაკითხვას ითხოვს

მე, რომელიც თავს გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა.

როგორც ბაჩანა ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას გამოძიებისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება სურს, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში შესვლა ვერ მოახერხა.

ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას სთხოვს, ვინმე მიშა იაკობიძე დაკითხოს. ვინ არის მიშა იაკობიძე და რა ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილთან, უცნობია, მაგრამ ლობჟანიძე როგორც აცხადებს, ეს პიროვნება თამარ ბაჩალიაშვილთან მიმოწერებში ფიქსირდებოდა.

“არ ვიცი რას მალავს, მაგრამ ვფიქრობ, გამოძიებისთვის საინტერესო იქნება მისი დაკითხვა,”- განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

ამასთან,ლობჟანიძემ ექსპერტებს, რომლებმაც თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გაშიფრა, არაკომპეტენტური უწოდა.

ცნობსთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლლის ომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია.

 

 

იტვირთბა....