aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 5 000-ს მიაღწია. ინფორმაციას CNN ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ათობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. დაშავებულებს ამჟამად მკურნალობა უტარდებათ.

ლიბანის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა განაცხადა, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი საწყობში იყო ისე, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

იტვირთბა....